მარნეულში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, შუახნის მამაკაცი დაიღუპა.
როგორც თვითმხილველები ადგილობრივ მედიასთან აცხადებენ, ოთხი მამაკაცი წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების გაყვანაზე, მიწიდან 3 მეტრის სიღრმეზე მუშაობდა, რა დროსაც მიწა მოწყდა და ერთი ადამიანი მოიყოლა.
58 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.