LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიწერე წერილი მომავალში მყოფ შენს თავს“. – ბილი აილიშმა ახალი ვებგვერდი შექმნა

557
Untitled

მრავალი ჯილდოს მფლობელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა, Spotify-სთან თანამშრომლობით, ვებგვერდი, „წერილი მომავალში მყოფ შენს თავს“ შექმნა. „დაწერე წერილი და გაუგზავნე ვარსკვლავებს, იგი მომავალში დაგიბრუნდება“, – წერია მთავარ გვერდზე.

გვერდზე სიმღერაზე, My future გადაღებულ კლიპში გამოყენებული ანიმაციური სურათი ჩანს, სადაც ბილი ვარსკვლავებს უყურებს. საიტი საკმაოდ ორიგინალურია, წერილის დაწერის და მისი გაგზავნის შემდეგ ცა ნათდება, გვერდზე კი წარწერა ჩნდება: „რამდენიმე წელიწადში გნახავ“.

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდი ინტერნეტმომხმარებლებისთვის ორი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები