LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 1 ივლისამდე გრძელდება

50012421_2158018944249952_1707049182885314560_n

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1 ივლისამდე გრძელდება. რეფორმის ფარგლებში, დაინტერესებული პირის მიერ განცხადებისა და აზომვითი ნახაზის წარმოდგენის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სარეგისტრაციო წარმოების პროცესში საჭირო ყველა მომსახურებას თავად ახორციელებს.

რეფორმის მიმდინარეობისას მოქალაქეებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი შემდეგი სერვისები: საჯარო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია, დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება.

მიწის რეფორმის ამოქმედებიდან გამარტივებული პროცედურებით უკვე 594 ათასზე მეტი განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ : https://napr.gov.ge/p/1824

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g