LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწისძვრა და ცუნამი ინდონეზიაში – დაღუპულთა რიცხვმა 1760-ს გადააჭარბა

156

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, დაკარგულად დაახლოებით 5000 ადამიანი ითვლება. დაღუპულთა რიცხვი კი თანდათან იზრდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 1763 ადამიანი ემსხვერპლა.

ყველა დაღუპულს საერთო სასაფლაოზე კრძალავენ.

კატასტროფის შედეგად, 62,000 ადამიანს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია.

მკვლევარები აცხადებენ, რომ ამხელა დანაკარგი იმის გამოა, რომ ნიადაგი კატასტროფის დროს, თითქმის სითხედ იქცა.

ქვეყანა საერთაშორისო დახმარებას იღებს, თუმცა ჰუმანიტარული ტვირთის დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრებლებთან ჩატანა რთულია.

82 ათასი სამხედრო და მოხალისეები მოქალაქეებს უშედეგოდ ეძებენ. გავრცელებული ცნობით, სამძებრო ოპერაცია ხუთშაბათს შეწყდება, რადგან ცოცხლების პოვნის შანსი ამოიწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები