იაპონიაში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ტელეარხი NHK იუწყება.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ოსაკას პრეფექტურაში, მიწისძვრის კერა კი 13 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისძვრის გამო შეჩერებულია სარკინიგზო მოძრაობა, ოსაკას აეროპორტში გაუქმდა ავიარეისები. ოსაკასა და ჰიოგოს პრეფექტურებში ელექტროენერგიის გარეშე 170 000 სახლი დარჩა.