LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

793
იაპონია, მიწისძვრა

იაპონიაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. BBC-ის ინფორმაციით, გარდაიცვალა 2 ადამიანი. რაც შეეხება დაშავებულების რაოდენობას, ამ დროის მონაცემებით 90-ს შეადგენს.

სტიქია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა, რასაც მოჰყვა მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გაფრთხილება. BBC წერს, რომ სტიქია იაპონიის იმავე რაიონში მოხდა, სადაც 2011 წელს მიწისძვრას ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის დაზიანება მოჰყვა.

მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა ტოკიოშიც. განმეორებითი მიწისძვრა მოსალოდნელია მიიაგის, ფუკუშიმას და იამაგარას პრეფექტურებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები