ცნობილი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა, სამოქალაქო აქტივისტმა, მარიამ გეგუჩაძემ გუშინ მის რჩეულს საჯაროდ მიულოცა იუბილე და მასთან ერთად გადაღებული არაერთი ფოტო გაავრცელა საკუთარ „ფეისბუკ“ თუ „ინსტაგრამ“ გვერდზე.
ფოტო: „დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო“ – რა კადრებს გვიზიარებს მარიამ გეგუჩაძე
„გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო“, – დაწერა მარიამმა და არაერთი მილოცვა მიიღო მისი მეგობრებისგან.
Happy Birthday My Love 🤎
Posted by Mariam Geguchadze on ორშაბათი, 19 აგვისტო, 2024
„მიყვარხართ ბავშვებო“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და მარიამისა და მისი რჩეულის ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, ambebi.ge-ის ინფორმაციით, მარიამ გეგუჩაძის რჩეული პოლიტიკოსის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის უფროსი ვაჟი, 27 წლის გიორგი მჭედლიშვილია.
როგორც ჩანს, გიორგი სოციალური ქსელების მომხმარებელი არ არის. მისი საჯარო პროფილი არ იძებნება.
ერთობლივ ფოტოებს მარიამ გეგუჩაძე აქვეყნებს.