LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიზანი არ დაიმალება“ – ბაჩო დოლიძის პასუხი თაკო ჩარკვიანს

186
ბაჩო დოლიძე

„არ დაიმალება თუ რა მიზანს ემსახურება თაკო ჩარკვიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ეს ალბათ არის მორიგი კამპანიის ნაწილი ჩვენს წინააღმდეგ და სიმართლესთან არავითარი კავშირი არ აქვს“ – ასე უპასუხა „ენმს-ს“ წევრმა ბაჩო დოლიძემ თაკო ჩარკვიანის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ივანიშვილის მეშვეობით იქმნება პარტია, რომლის თავმჯდომარეც იქნება ნიკა გილაური  და მას ნიკა მელია და ხატია დეკანოიძეც შეუერთდებიან.

ბაჩო დოლიძე რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია ნიკა გილაურის პოლიტიკაში ჩართვის სურვილთან დაკავშირებით. პარტიის ძველი მენეჯმენტი კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პოზიციების გაძლიერებას გეგმავს.

„თაკო ჩარკვიანის განცხადება, რომ იქმნება პარტია, რომელსაც დააფინანსებს ივანიშვილი  პირდაპირ დადანაშაულებაა კავშირებზე.

ნიკა გილაური  კერძო სექტორშია, სურვილი იმისა რომ პოლიტიკაში ყოფილიყო ჩართული მე არ მსმენია. არც ურთიერთობა  მქონია მასთან.

სპეკულაციები ენმ-ში არჩევნების დანიშვნის დღიდანვე იყო, რომ ნიკა მელია დატოვებდა პარტიას, თუმცა  ეს ტყუილია. ჩვენ პოზიციების გაძლიერებას ვაპირებთ. პარტიაში უნდა შევძლოთ კოალიციური მმართველობა. იმედია  ახალი მენეჯმენტი ამ გამოწვევას პრაგმატულად შეხედავს“ – განაცხადა ბაჩო დოლიძემ გადაცემაში „დღის თემა“.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის განცხადებით, მის მიერ პარტიის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე.

ამის შესახებ გილაური სოციალურ ქსელში წერს. „ძვირფასო ფბ მეგობრებო – 10 წელია არანაირი პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია და არცერთი ინტერვიუ (პოლიტიკურ თემაზე) არ მიმიცია. არც გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე ვაპირებდი გამოხმაურებას, მაგრამ იმის გამო, რომ მერე ვინმემ არ თქვას, რომ „გაჩუმება ნაწილობრივ მაინც თანხმობის ნიშანიაო“ ან „თუ ეგრე არ იყო ფბ-ზე დაგეწერა მაინცო“. ვწერ – გუშინ საღამოს ეთერში გაკეთებული აბსოლუტურად ყველა განცხადება ჩემ შესახებ არის სრული სიცრუე, გარდა ერთისა – მართლა ვიყავი საქართველოს პრემიერ – მინისტრი 2009 – 2012 წლებში და მართლა ბევრი კარგი რამე მაქვს ამ ქვეყნისთვის გაკეთებული“, – წერს ნიკა გილაური.

დეპუტატ თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით პარტია იქმნება, რომლის თავმჯდომარე იქნება ნიკა გილაური, პარტიას კი, ნიკა მელია და ხატია დეკანოიძე შეუერთდებიან.

ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს ნიკა მელიამ და ხატია დეკანოიძემ. „ჩარკვიანის ბოდვაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, – ასე პასუხობს ხატია დეკანოიძე „კანონი და სამართლის“ ლიდერის ბრალდებებს.

რაც შეეხება ნიკა მელიას. ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანს „კაგებეს“ მეთოდებით ტყუილების ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

„თაკო ჩარკვიანს ეთერში უსაუბრია ვითომდა ჩემს სამომავლო გეგმებზე. ვისაც ის ახმოვანებს, უკვე წელიწადზე მეტია ადვილი გამოსაცნობია. დღეს თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის დავალებით ნიკა გილაურის თავმჯდომარეობით იქმნება პარტია, რომელსაც მე და ხატია დეკანოიძე ვუერთდებით. „კაგებეს მეთოდებით ჭორების გამავრცელებლები“ – მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოთ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სამარცხვინო ტყუილების ტირაჟირება არ ეთაკილებათ. ქვეყანას კი მხოლოდ მაშინ ექნება მომავალი, როდესაც არაფორმალური მართვა და უსახო მარიონეტების პოლიტიკოსებად სახელდება დასრულდება. საქართველოში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე, – წერს ნიკა მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g