LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მჯერა, ცალკე აღებულ ყველა ცვლილებას ოპოზიცია მხარს უჭერს – გიორგი კახიანი

86

“მე მჯერა, რომ ცალკე აღებულ ყოველ ამ ცვლილებას ისინი მხარს უჭერენ,”-ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა, ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.

“არ შეიძლება არ უჭერდნენ მხარს მაგალითად, ბონუსების გაუქმებას, მაგრამ არც ის ილუზია მქონია, რომ ამას გამოხატავდნენ, გამომდინარე იქიდან რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში მათგან ვხედავდით დესტრუქციულ დამოკიდებულებას. ამას მნიშვნელობა არ აქვს მიიღებენ თუ არა მონაწილებას ამ პროცესში, ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ამ ცვლილებებს”,-განაცხადა გიორგი კახიანმა.

“ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” საკონსტიტუციო ცვლილებების განმხილველ კომისიაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

mazda magti 5g