LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე მჯერა მიღწეული შედეგის და იმის, რომ შევძლებთ პროცესის გაგრძელებას” – ნათია კაპანაძე

317
ნათია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი ბათუმში გამართულ დღევანდელ აქციას ეხმაურება. როგორც რადიო “ფორტუნას” საინფორმაციო გამოშვებაში ნათია კაპანაძემ განაცხადა,  დღევანდელი აქცია საკმაოდ ხალხმრავალი იყო. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც დღეს ბათუმში შეიკრიბნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებას ელოდებიან.

“მე იქ ვმონაწილეობდი არა მხოლოდ როგორც ყოფილი დირექტორი, რომლის საქმეც 400 დღეზე მეტი სასამართლოს არ განუხილავს და პირიქით, ცდილობენ, ჩემ წინააღმდეგ სხვადასხვა საკითხები შეიტანონ, თუნდაც პროკურატურაში. ამის მიუხედავად, ყველას გვჯერა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის. ვნახე ადამიაები, რომლებიც დიდ პასუხისმგელობას აკისრებენ მენეჯმენტს, რომ შეასრულონ მაუწყებლობის შესახებ კანონი, სადაც გაწერილია, რომ ეს ორგანიზაცია , რომელსაც ყველანი ვაფინანსებთ, უნდა მუშაობდეს საზოგადოებისთვის.

ჩვენ მივაღწიეთ მთავარს – საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფიქსირდა, როგორც თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკის მატარებელი ორგანიზაცია. მე ამისთვის აჭარის მაუწყებლის გუნდს მადლობას ვუხდი. მე მჯერა იმ უკვე მიღწეული შედეგის და მაქვს მოლოდინი , რომ საზოგადოება კდევ უფრო მეტად იგრძნობს მაუწყებლის საჭიროებას და ჩვენ შევძლებთ ამ პროცესის გაგრძელებას”, – ამბობს ნათია კაპანაძე.

შეგახსენებთ, დღეს,  ბათუმში, აჭარის ტელევიზიის წინ აქცია გაიმართა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დასაცავად.  ორგანიზატორი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანებაა.

აქციის მონაწილეები ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შეწყდეს თანამშრომელთა დევნა და სამსახურში აღადგინონ ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა გაათავისუფლა ტელევიზიიდან ან პოზიცია შეუცვალა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, მოსვლის დღიდან არაერთი ჟურნალისტი და რედაქტორი ჩამოაშორა სარედაქციო პოლიტიკას.

 

 

 

magti 5g