დიზაინერი მაკა ასათიანი სოციალურ ქსელში მომხმარებლებს ახალი წამოწყების შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
როგორც ტექსტიდან ვიგებთ, წამოწყებას საქველმოქმედო ხასიათი ექნება და მიზანი საახალწლოდ ადამიანების გაბედნიერებაა.
„მინდა გაგაცნოთ ახალი წამოწყება Charity Movement, რომლის ავტორებით ნინო ელიავა და მაკა ასათიანი ვართ.
გვინდა ჩამოვაყალიბოთ საქველმოქმედო მოძრაობა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ დავეხმაროთ ძალიან ბევრ მოხუც ადამიანს. ამ იდეის მთავარი აზრი მდებარეობს იმაში, რომ ამას ჰქონდეს არა ერთჯერადი, არამედ უწყვეტი ხასიათი.
ძალიან მინდა, რომ საახალწლოდ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გაბედნიერება შევძლოთ. მჯერა, რომ ერთად ამას შევძლებთ.
გიზიარებთ ჰოსპისი ფერიცვალების ანგარიშის ნომერს, რომელიც უშუალოდ ამ საქველმოქმედო მოძრაობისთვის შეიქმნა”, – ნათქვამია მიმართვაში.
ამავე თემაზე:
ფოტო/ვიდეო: „ბრავო“ – მაკა ასათიანი დისშვილის კონცერტს დაესწრო, რომელიც კონსერვატორიაში გაიმართა
მაკა ასათიანის დისშვილი – აფხაზი პრინცესა მარიანა აჩბა (ფოტო)