LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, როდესაც დავაანონსე, რომ მაკასთან მექნებოდა ლაივი“ – რა საქმე წამოიწყეს ერთად სალომე ღვინიაშვილმა და მაკა ასათიანმა

1284
მაკა ასათიანი და სალომე ღვინიაშვილი

სალომე ღვინიაშვილმა მაკა ასათიანთან ერთად საკუთარი „ინსტაგრამის“ საშუალებით ლაივჩართვა შემოგვთავაზა, რათა ესაუბრა ახალ საქველმოქმედო წამოწყებაზე.

სალომემ დაწერა:

„ტაბითა არის წამოწყება, რომლის მიზანია, გაუმარტივოს ადამიანებს სიკეთის კეთება. გიწვევთ ჩვენს პირველ ღონისძიებაზე – Tabitha Pop-up Shop -ში, სადაც შეგიძლიათ, შეიძინოთ ქართველი და უცხოელი ახალი და ვინტაჟური ნივთები სპეციალურ ფასად. ღონისძიება გაიხსნება 28 ოქტომბერს, 18:00 ზე. ტაბითას მისია მთლიანად საქველმოქმედოა და მთელი შემოსავალი ირიცხება ჰოსპის ფერიცვალებაში, რომელიც უსასყიდლოდ უვლის მოხუცებს და ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

Pop-up გაიმართება სასტუმრო სტამბაში.
28-29-30 ოქტომბერი“.

ფოტო: რა ღონისძიებას დაესწრო საქართველოში მყოფი მაკა ასათიანი და როგორ გამოიყურება ქართველი ლამაზმანი

სალომემ ლაივჩართვის დაწყებისას აღნიშნა, რომ როდესაც დააანონსა ლაივი მაკა ასათიანთან ერთად, ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ვიდეოს ქვეშ უამრავ კომენტარს ნახავთ, სადაც მაკა ასათიანის გარეგნობას საგანგებოდ აღნიშნავენ და წერენ: „მაკა ასათიანი უბერებელი სილამაზეა…“

ფოტო: სალომე ღვინიაშვილი საოცრად გამოიყურება – მოდელის საშემოდგომო ჩაცმულობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g