ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუშაუსკასი კიევში ჩავიდა.
ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ავრცელებს.
“ლიეტუვა და ლიეტუველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას. მხარს უჭერენ უკრაინას არა მხოლოდ სიტყვებით. ანუშაუსკასი პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც არ შეშინდა და 24 თებერვლის შემდეგ პირადად ჩამოვიდა უკრაინაში. ვინ იქნება შემდეგი?” – წერს რეზნოკოვი.
რეზნოკოვი ასევე აღნიშნავს, რომ ლიეტუვა პირველი იყო, ვინც უკრაინას „სტინგერები“ გადასცა.