ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა ცეცხლსასროლი იარაღით ამავე მონასტრის არქიმანდრიტი დაჭრა. თუმცა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოს ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ეკლესიის არქიმანდრიტი საბა და აცხადებს, რომ საზოგადოებაში დეზინფორმაცია გავრცელდა.
ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტი დაჭრა
შს სამინისტროს ცნობით, ყინწვისის მონასტერში ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა სავარაუდოდ 20 აპრილს მოხდა. არც დაკავების შესახებ არსებობს ინფორმაცია.
რაც შეეხება მონასტერში მომხდარ ფაქტს, მას დიდი გამოხმაურება უკვე მოჰყვა საზოგადოებაში. “დაიცავი საქართველოს” ყოფილი ლიდერი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტს წერს – “მხედრიონის კლასტერი. ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა ცივი იარაღით დაჭრა არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი)”.
“ფორტუნა” აღნიშნული პოსტის ავტორს, კახა მიქაიას დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ საქართველოს საპატრიარქოში არაერთი ყოფილი მხედრიონელი მსახურობს, რომლებმაც თავის დროზე, თავი ღვთის სახლს შეაფარეს. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი პირველი შემთხვევა არ არის და საპატრიარქოში კრიმილური სიტუაცია სწორედ ამით აიხსნება.
“ვის გაუკვირდა, რომ მონასტრებში ასეთი რამე ხდება? 90-იან წლებში მხედრიონი არ შეყარეს ეკლესია-მონასტრებში?” – განაცხადა მიქაიამ ჩვენთან სატელეფონო საუბარში.