„მიხეილ სააკაშვილზე მქონდა ის ინფორმაცია, როცა ის ჩვენი პრეზიდენტი იყო. ვიცოდი, რომ იყო როგორც მაღალი ინტელექტის მქონე. ვიცნობდი მე მას ეკრანიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან, მეტი არაფერი ვიცოდი”, – ამის შესახებ “ემპათიას” ექსპერტ-ფსიქოლოგმა ლიანა ჩოხელმა განაცხადა.
მისივე თქმით, 45 წუთიანი შეხვედრის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მას ფიქსაციის უნარი და ხანმოკლე მეხსიერება დაქვეითებული აქვს.
„45 წუთი გაგრძელდა ჩემი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან. როცა მე მოვრჩი ყველა ტესტით გამოკვლევას, 45 წუთის შემდეგ, ვეუბნები მას, რა გახსოვს წეღან რომ 10 სიტყვა წაგიკითხე – მეთქი, მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა დამისახელა, ეს იყო „სიყვარული“ და ერთი იყო ცრუ მოგონება. ამდენად, დაქვეითებულია როგორც ფიქსაციის უნარი, ისე შედარებით ხანმოკლე მეხსიერება და მისი კოეფიციენტი ერთით განისაზღვრა. ეს საკმაოდ დაბალი რიცხვია.
მე მიხეილ სააკაშვილზე მქონდა ის ინფორმაცია, როცა ის ჩვენი პრეზიდენტი იყო. ვიცოდი, რომ იყო როგორც მაღალი ინტელექტის მქონე. ვიცნობდი მე მას ეკრანიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან, მეტი არაფერი ვიცოდი. ახლა რომ ვნახე, დღე და ღამესავით განსხვავებული პიროვნებაა… გამორიცხულია სიმულაციის შესაძლებლობა. 5 სხვადასხვა მეთოდი გამოვიკვლიე, სადღაც მაინც იჩენდა თავს. მან წინასწარ რა იცოდა რას ვკითხავდი?!“- განაცხადა ჩოხელმა.