LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ ერთმა ავიაკომპანიამ ივლის-აგვისტოში დაგეგმილი რეისებიდან 675 ფრენა გააუქმა

162
106993746-16406111112021-12-26t151940z_181993850_rc2bmr92xcw0_rtrmadp_0_usa-holiday-travel

მხოლოდ ერთმა ავიაკომპანიამ ივლის-აგვისტოში დაგეგმილი რეისებიდან 675 ფრენა გააუქმა. საუბარია ბელგიურ ავიაკომპანია Brussels Airlines-ზე.

„ინდუსტრია მცირდება უკვე ორწელიწად-ნახევარია და ახლა, მოულოდნელად, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ თითქმის სრული დატვირთვით სულ რამდენიმე თვეში. ეს რთული ამოცანაა არა მხოლოდ ჩვენი ავიაკომპანიისთვის, არამედ მთელი სექტორისთვის“, – განაცხადა Brussels Airlines-ის მენეჯერმა.

სააგენტო „ავიანიუსის“ ინფორმაციით, ადრე ავიაკომპანიამ ორ თვეში 148 ფრენის გაუქმების შესახებ განაცხადა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ ივლისსა და აგვისტოში Brussels Airlines-ს კიდევ 527 ფრენის გაუქმება უწევს, რათა საკუთარი თანამშრომლების ტვირთი შეამციროს.

ევროპაში 10 ათასზე მეტი ფრენა შესაძლოა გაუქმდეს – ავიარეისების მასიური გაუქმება გრძელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g