“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
პოლიტიკოსი წერს, რომ საქართველო ორშაბათს კიდევ სამი ქართველი გმირის ცხედარს დახვდება, რომლებიც უკრაინაში ინრძოდნენ.
ეკა ხერხეულიძე წერს, რომ დაღუპული მებრძოლების რამდენიმე ნივთი – ჯვრები, საათი და სამკერდე ნიშნები სწორედ მას გამოატანეს საქართველოში და ამის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს:
“საქართველოს ჰყავს საუკეთესო მებრძოლები,უშიშრები, შეუპოვრები. უკრაინა უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავს მათი თავდადების გამო… ისინი ჩვენი ქვეყნის სინდისის ჯარისკაცები არიან.
უმეტესობა ვალით არის წასული უკრაინის და საქართველოს საერთო მტერთან საბრძოლველად. ორშაბათს კიდევ სამი ქართველი გმირის ცხედარს დავხვდებით.
რამხელა ტკივილია, როდესაც გაიაზრებ, რომ სახლიდან გაცილებული ვაჟკაცებისგან მხოლოდ ეს ნივთები რჩებათ მათ შვილებს… ხის ჯვრები, საათი და სამკერდე ნიშნები… ორი მათგანის ეს სევდით სავსე ამანათი მე გამომატანეს ჩვენმა მებრძოლებმა. გამარჯვება ბრძოლის წინა ხაზზე ჩვენს ბიჭებს და დიდება გმირებს.
დიდება საქართველოს.
დიდება უკრაინას”, – წერს ეკა ხერხეულიძე.