LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ იანვარში გაზის 2400-მდე აკრძალული დანადგარი ჩაჭრეს

51450657_595773437502254_7180240580725702656_o

“ყაზტრანსგაზის”ინფრომაციით,  2019 წლის მხოლოდ პირველ თვეში 2 381 ღია კამერიანი აკრძალული გაზის დანადგარი ჩაჭრეს.

რაც შეეხება გასული წლის სტატისტიკას, ჯამში დარღვევის 69 133 შემთხვევა დაფიქსირდა.

კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდონ გაზის დანადგარებს. “გახსოვდეთ, რომ CO ბუნებრივ აირზე გაცილებით საშიშია”, – წერს “ყაზტრანსგაზი”.

კომპანია “ყაზტრანსგაზმა” რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ბოლო სამ წელიწადში, თბილისში გამათბობლების არასწორად დამონტაჟების გამო მხუთავი აირით, ნახშირჟანგით (CO-თი), 86 ადამიანი დაიღუპა და 286 მოიწამლა.

2019 წელს კი, ამ დრომდე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  სავარაუდოდ გაზით ინტოქსიკაცია შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, სავარაუდოდ, გაზის ინტოქსიკაციის შედეგად რამდენიმე კვირის წინ თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, 7 ადამიანი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g