LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ NATO და საქართველო წყვეტს, როდის იქნება ქვეყანა მზად წევრობისთვის – სტოლტენბერგი

148
9C1F3F5A-14B3-4422-A439-7E7E4587A7FD_w1023_r1_s

“მხოლოდ NATO და საქართველო წყვეტს, როდის იქნება ქვეყანა მზად წევრობისთვის,” – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მხოლოდ საქართველო და ალიანსის 29 წევრი წყვეტს, როდის იქნება საქართველო მზად, გახდეს ნატოს წევრი. არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება, სცადოს ამ პროცესისთვის ვეტოს დადება”.- აცხადებს იენს სტოლტენბერგი

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე არის ჩვენიო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა.

“ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. რა თქმა უნდა, რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა.ჩვენ მხარს ვუჭერთ პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით პრობლემის გადაჭრის მცდელობას” – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას დღეს ალიანსის 29 წევრი ქვეყნის და რუსეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g