„რუსთავი 2“-ზე ყველაზე ეროვნული და სახალხო მუსიკალური მეგაშოუ „მხოლოდ ქართული“-ს მესამე სეზონი იწყება. პოპულარულ მუსიკალურ შოუს მთელი საქართველო ელოდება. „მხოლოდ ქართულის“ დახმარებით უამრავი ახალგაზრდა შემსრულებელი გავიცანით, რომელთაც თავადაც არ წარმოედგინათ, თუკი ქართული სიმღერის შესრულება კარგად გამოუვიდოდათ, ბევრმა სწორედ ამ მიმართულებით იპოვა საკუთარი თავი. მეგაშოუმ ბევრი ძველი ქართული სიმღერა ახლებური ვერსიით გააცოცხლა და კვლავ პოპულარული გახადა.
მესამე სეზონისთვის „რუსთავი 2“-ში გამორჩეულად ემზადებიან. შესარჩევი ტურები უკვე ჩატარდა თბილისში, თელავში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ბათუმში, გორსა და ქუთაისში. ხვალ, 16 ივნისს „მხოლოდ ქართულის“ ბოლო შესარჩევი ტური თბილისში ჩატარდება. მსურველები შეგიძლიათ, მიბრძანდეთ ტელეკომპანია„ რუსთავი 2“-ში, 16 ივნისს, 12 საათზე. მისამართი: ზ.ანჯაფარიძის 5ა .
შეგახსენებთ, რომ შოუს პირველი სეზონის გამარჯვებული გახდა სოფო ბათილაშვილი, რომელიც ამჟამად „ბრავო რეკორდსში“ სადებიუტო ალბომს წერს, ხოლო მეორე სეზონი მოიგო გიორგი კელაპტრიშვილმა.
