LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ სავიზო რეჟიმის გადახედვას არ ვეთანხმები, ეს არის კომპლექსური საკითხი: ხათუნა სამნიძე

60
Capture

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, ის არ ეთანხმება მხოლოდ სავიზო რეჟიმის გადახედვის საკითხს. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეებისთვის მხოლოდ სავიზო რეჟიმი გამოსავალი არ არის.

„არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია.“

როგორც პოლიტიკოსი განმარტავს, ეს საკითხი საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. ამის შესახებ ხათუნა სამნიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ისაუბრა.

„საქართველო სავიზო საკითხებს საერთაშორისო კონვენციების და ვალდებულების ფარგლებში განიხილავს“ – თალაკვაძე პრეზიდენტის რუსეთთან ლიბერალურ სავიზო რეჟიმზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

თალაკვაძემ გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც მან განაცხადა, რომ „არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია.“

“არ ვეთანხმები მხოლოდ სავიზო რეჟიმის გადახედვას, ეს არის კომპლექსური საკითხი.

შესასწავლია ბინადრობის საკითხი – მოქალაქეებს აქვთ ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ 1 წელი ყოფნის უფლება, რაც არ მგონია სწორი. ეს ვადები გადასახედია.

ასევე, საკუთრების უფლება და კიდევ სხვა არის ის საკითხები, რომელიც უნდა განვიხილოთ ექსპერტებთან ერთად.

ბევრი კომპლექსური საკითხია, რაზედაც გვჭირდება მეტი ინფორმაცია და უკეთესი შესწავლა საკითხები, შემდეგ კი შესაბამისი ზომების მიღება. საზღვრების ჩაკეტვას არ ვეთანხმები, არც პანიკის დათესვას, მაგრამ პრობლემისგან თავის არიდება, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს, ქვეყნისთვის კიდევ უფრო სახიფათოა.

საზღვრების ჩაკეტვა და კიდევ უფრო მეტი ბარიერის გაჩენა ადამიანებზე, რომლებიც გაურბიან ომს, სწორი არ მგონია. ის, რაც დღეს საზღვარზე ხდება, როგორ გამორბიან რუსეთის მოქალაქეები ქვეყნიდან თავშესაფრის მოსაპოვებლად, სახეა იმის, როგორ ინგრევა რუსეთი.

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ამაზე უკვე ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს,  რომ ამ გამოწვევას ღირსეულად უპასუხოთ და სახე არ დავკარგოთ, რაც ხშირად გვემართება ხოლმე, როდესაც სერიოზული გამოწვევებია ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

“დღეს ამის საჭიროება არ არის” – ფინანსთა მინისტრი რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხზე

mazda magti 5g