LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკურნალობის დაწყებამდე ჰარვი ვაინშტაინმა უკანასკნელად ივახშმა

111

პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი, რომელიც წლის ყველაზე ხმაურიან სექსუალურ სკანდალში გაეხვა, არიზონაში სამკურნალოდ გაემგზავრა. პაპარაცებმა ის ერთ-ერთ ადგილობრიოვ რესტორანში გადაიღეს, სადაც მეგობრებთან ერთად ვახშმობდა. როგორც ჩანს, გამოსასწორებელ კლინიკაში დაწოლამდე, ეს ვაინშტაინის უკანასკნელი ვახშამი იყო, რადგან პროდიუსერი მკურნალობას უკვე ამ დღეებში შეუდგება.

არსებული ინფორმაციით, ვაინშტაინი ცენტრ Meadows-ში დაწვება, სადაც წლების წინ სექსუალურ დამოკიდებულებას გოლფისტი ტაიგერ ვუდსიც მკრნალობდა.

რაც შეეხება ჰარვის, არიზონაში გამგზავრებამდე, მისმა ქალიშვილმა პოლიციას აცნობა, რომ მამამისი ამ ამბავს ძალიან განიცდის და შესაძლოა, თვითმკვლელობაც სცადოს. ამის გამო, ჰარვის სახლთან 24 საათის განმავლობაში იყო გაძლიერებული პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა აღნიშნული საქმის გამოძიება დაიწყო. ამ მომენტისთვის ახალი ფაქტის შესახებ ცნობილი ჯერ არ გამხდარა. პოლიცია ნებისმიერ ადამიანს, ვინც აღნიშნულ საქმეზე დამატებით ინფორმაციას ფლობს, სთხოვს, რომ ცხელ ნომერზე დაუკავშირდნენ.

ჰარვი ვაინშტაინი ათწლეულების განმავლობაში ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერი იყო, თუმცა მისი კარიერა იმ ქალებმა დაასრულეს, რომლებზეც ის წლების განმავლობაში ძალადობდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები