LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტმა დაადასტურა, რომ ჰარვი ვაინშტაინი გვინეტ პელტროუს ავიწროებდა

206

გუშინ, გვინეტ პელტროუმ სხვა მსახიობებთან ერთად აღიარა, რომ პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა და მაგალითად ბრედ პიტსა და ჰარვის შორის წარმოქმნილი კონფლიქტი მოიყვანა, როდესაც პიტმა, მისმა მაშინდელმა ბოიფრენდმა, ამ ამბისთვის ჰარვის პასუხი მოსთხოვა.

პელტროუმ გაიხსენა, რომ გადაღებების დაწყებამდე მან ის სასტუმროს ნომერში დაიბარა, სადაც მისულს მასაჟის გაკეთება შესთავაზა. მსახიობმა გაიხსენა, რომ ვაინშტაინი დაემუქრა, რომ ამის შესახებ არავისთან ეთქვა.

მას შემდეგ კი, რაც გვინეტმა ეს ამბავი ბრედ პიტს მოუყვა, ეს უკანასკნელი მივიდა ჰარვისთან და მოსთხოვა, რომ პელტროუს აღარასოდეს მიკარებოდა, ეს უკანასკნელი კი იხსენებს, რომ ამ ამბის მერე, პროდიუსერმა მას დაურეკა და ეჩხუბა თუ რატომ მოუყვა ეს ამბავი თავის ბოიფრენდს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები