LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკვლელობა კახეთში – გარდაიცვალა 1 და დაჭრილია 2 ადამიანი

493
1111

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მკვლელობა მოხდა. გარდაიცვალა ერთი და დაჭრილია 2 ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სანადირო თოფით განხორციელდა. დაჭრილებს შორის ერთი გარდაცვლილის ძმაა.

დაჭრილები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რა გახდა მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია. ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

“ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს.

ფოტო: რადიო ჰერეთი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g