თელავის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით, სოფელ ლალისყურში თანასოფლელმა ორი ადამიანი მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სამი მამაკაცი ერთად ქეიფობდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და ერთმა მათგან ორ თანასოფლელს იარაღიდან ესროლა.
„ფორტუნა“ დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.