ქალაქ ოზურგეთში მკვლელობა მოხდა – ინფორმაციას „გურია TV“ ავრცელებს.
მათი ცნობით, მკვლელობა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. როგორც მეზობლები აცხადებენ, კონფლიქტი ბავშვის გამო დაიწყო.
ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის იარაღი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციას უკვე ჩაბარდა.
დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ შსს-ში ცდილობს.