საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, პატივისა და ღირსების შელახვისთვის უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს უჩივის.
მამუკა ახვლედიანი სარჩელის შეტანას მმართველი გუნდის კიდევ რამდენიმე წევრის წინააღმდეგ გეგმავს. სასამართლოს ყოფილი ხელმძღვანელი მორალური ზიანის ანაზღაურებას, ბოდიშის მოხდას და 10 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.
ახვლედიანის განმარტებით, აღნიშნულ თანხას სტუდენტებისთვის ტრენინგების გამართვას მოახმარს.