LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“6 მილიონად მამუკა ახვლედიანს კი არა, ქიბარ ხალვაშს ვიყიდდი”

93

კოალიცია “ქართული ოცნების” წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, უპასუხა.

როგორც გვარამია ამბობს, ბრალდებები არასერიოზულია და აცხადებს, რომ მამუკა ახვლედიანისთვის არც 6 მილიონი შეუთავაზებია და არც ქრთამი:

მამუკა ახვლედიანს ქრთამს ვერ შევთავაზებდი, მას კავშირი არ ჰქონდა საქმეებთან… 6 მილიონად მამუკა ახვლედიანს კი არა, ქიბარ ხალვაშს ვიყიდდი და სარჩელს გაიტანდა. მმართველ გუნდს არაფრის გეგმა არ გააჩნია, არც არჩევნებში გამარჯვების, არც ქვეყნის მართვის და არც ჩემი პასუხისგებაში მიცემის. სამდღიანი ხალხია, პასუხისგებაში ვინ ვის მისცემს მაგას დავინახავთ.

კალაძე გასაგებია, როგორც ერკვევა სამართალში. ბოლოს, კარიერის მიწურულს საკუთარ კარებში იტანდა გოლებს და იქაც უკვე ვეღარ აქვს კარგად საქმე. დანარჩენ ორს, რომლებიც თავიანთ თავს იურისტებს ეძახიან, პირველი, პროკურატურამ მათი დიპლომების ნამდვილობა უნდა შეისწავლოს, ორივე სისულელეს ლაპარაკობს. ქათმისტვინა კობახიძის და ჩუგოშვილის შესახებ მეტს საუბარს არ ვაპირებ.

ეს ხალხი სრული სერიოზულობით ამბობს, რომ თავისუფლად სუნთქავს ქვეყანა მათი მმართველობის პერიოდში და ფარულ ჩანაწერების შინაარსზე აქტიურად საუბრობენ ისე, რომ არ ინტერესდებიან, რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერები. 6 მილიონად მამუკა ახვლედიანს კი არა, ქიბარ ხალვაშს ვიყიდიდი და სარჩელს გაიტანდა.

თვითლიკვიდაციის რეჟიმში არიან. მე აბსოლიტურად არ მაღელვებს და მადარდებს ის ტყუილები, რასაც სუს-ი ჩემზე ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები