LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის პოზიცია” – ნინო ლომჯარიას განცხადებით, მზად არის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტს შეხვდეს

86
publika.ge--1-13-e1614061077733

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მზად არის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტს შეხვდეს.

როგორც ლომჯარია აღნიშნავს, ნიკა გვარამიას შეწყალება არსებული სიტუაციიდან სამართლიანი გამოსავალი იქნებოდა.

„ვერ გეტყვით, რა შეიძლება გაკეთდეს. ალბათ, სამართლებრივად უნდა გასაჩივრდეს. ასევე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის პოზიციაც. ვიცი, მას აღელვებს საქართველოს ევროპული გზა და ევროინტეგრაცია. მზად ვარ, შევხვდე და გავუზიარო მიგნებები, რაც ამ განაჩენთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აქვს. მე რომ საქართველოს პრეზიდენტი ვიყო, ვიცოდე, რომ ამ ქვეყნისთვის ისტორიულად გადამწყვეტი მომენტია და ქვეყანაში ასეთი გადაწყვეტილება მიიღონ მედიამენეჯერის მიმართ, სადაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო და კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილებაა, ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე. ვფიქრობ, ეს იქნებოდა სამართლიანი გამოსავალი ამ სიტუაციიდან“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები