საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის მისი გამარჯვება ძალიან საამაყო და მნიშვნელოვანია.
„ირაკლი კობახიძე ილია თოფურიას სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა და წარმატებები უსურვა.
ჩემპიონთან საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ესპანეთის მოქალაქეობის მინიჭების პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ მას შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა. მთავრობის მეთაური იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს მიმართავს, რათა ყველაფერი გაკეთდეს ილია თოფურიასთვის მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.
UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე საჩემპიონო ქამარს წარადგენს“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს…
Posted by საქართველოს მთავრობა on ორშაბათი, 18 მარტი, 2024
ცნობისათვის, ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის პირადი მოწვევით ჩამოვიდა, მიზეზი კი ქვეყნის ეროვნული ნაკრებისთვის 21 მარტს გასამართავი უმნიშვნელოვანესი მატჩია.
ილია თოფურია დინამო არენაზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, საჩემპიონო ქამარს წარადგენს, შემდეგ კი ეროვნულ გუნდს ტრიბუნებიდან უგულშემატკივრებს.