LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს დღე დადგებოდა და ჩემი ძმა ქამარს ჩამოიტანდა სამშობლოში..“ – ილია თოფურიას დის და დეიდის ემოციები ჩემპიონის საქართველოში დაბრუნების დროს

329
ილია თოფურია

გუშინ, საქართველოში ჩამოსულ UFC-ის პირველ ქართველ ჩემპიონ, ილია თოფურიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა და ოჯახის წევრებმა ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს.

ვიდეო: ილია თოფურია სამშობლოშია – რა კადრებს უზიარებს ჩემპიონი თავის მილიონობით გამომწერს „ინსტაგრამზე“

სამშობლოში დაბრუნებული ილია თოფურია: „ასეთ მიღებას ნამდვილად არ ველოდი.. ძალიან გახარებული და მადლობელი ვარ“

ჩემპიონის ჩამოსვლამდე გადაცემას „დილა მშვიდობისა საქართველო“ ილია თოფურიას დამ და დეიდამ საკუთარ ემოციები გაუზიარეს და აღნიშნეს, რომ ამ დღეს წლები ელოდებოდნენ.

„ეს არის სიამაყის, ბედნიერების და სიხარულის ზენიტი.. დანაპირები ჩამოაქვს ილია სამშობლოში“

„დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს დღე დადგებოდა და ჩემი ძმა ქამარს ჩამოიტანდა სამშობლოში.. წლებია ამ დღეს ველოდებით და როგორც იქნა, დადგა ეს ბედნიერი დღე“

ილია თოფურიას დის და დეიდის ემოციები – ჩემპიონის საქართველოში დაბრუნების დროს

🥹❤️‍🔥 ილია თოფურიას დის და დეიდის ემოციები – ჩემპიონის საქართველოში დაბრუნების დროს

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ორშაბათი, 18 მარტი, 2024

ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის პირადი მოწვევით ჩამოვიდა, მიზეზი კი ქვეყნის ეროვნული ნაკრებისთვის 21 მარტს გასამართავი უმნიშვნელოვანესი მატჩია.

ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში ილია თოფურია ჩამოვა და საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს

ილია თოფურია დინამო არენაზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, საჩემპიონო ქამარს წარადგენს, შემდეგ კი ეროვნულ გუნდს ტრიბუნებიდან უგულშემატკივრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები