LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშობლოში დაბრუნებული ილია თოფურია: „ასეთ მიღებას ნამდვილად არ ველოდი.. ძალიან გახარებული და მადლობელი ვარ“

349
ილია თოფურია

გუშინ, საქართველოში ჩამოსულ UFC-ის პირველ ქართველ ჩემპიონ, ილია თოფურიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრებმა და ოჯახის წევრებმა ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს.

ვიდეო: ილია თოფურია სამშობლოშია – რა კადრებს უზიარებს ჩემპიონი თავის მილიონობით გამომწერს „ინსტაგრამზე“

ილია თოფურიას სანახავად აეროპორტში ასობით თაყვანისმცემელი მივიდა, პოლიცია კი იძულებული გახდა, ფოტოს გადაღებისა და ავტოგრაფის მსურველებისგან დასაცავად, კორდონი გაეკეთებინა.

„ძალიან გახარებული და მადლობელი ვარ. ასეთ მიღებას ნამდვილად არ ველოდი“ -აღნიშნა სამშობლოში დაბრუნებულმა ილია თოფურიამ.

ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრის პირადი მოწვევით ჩამოვიდა, მიზეზი კი ქვეყნის ეროვნული ნაკრებისთვის 21 მარტს გასამართავი უმნიშვნელოვანესი მატჩია.

ირაკლი კობახიძის მოწვევით, საქართველოში ილია თოფურია ჩამოვა და საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის წინ „დინამო არენაზე“ საჩემპიონო ქამარს წარადგენს

ილია თოფურია დინამო არენაზე, ერთა ლიგის ნახევარფინალში, საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, საჩემპიონო ქამარს წარადგენს, შემდეგ კი ეროვნულ გუნდს ტრიბუნებიდან უგულშემატკივრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები