LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოამზადე ავტომობილი ქალაქიდან გასასვლელად“- ახალი აქცია „თეგეტასგან”

91

“თეგეტა მოტორსი“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალურ აქციას – „მოამზადე ავტომობილი ქალაქიდან გასასვლელად“.

როგორც “ფორტუნას“ „თეგეტა მოტორსიდან“ აცნობეს, აქციის ფარგლებში, მომხმარებლები უფასოდ ისარგებლებენ შემდეგი მომსახურებებით: სავალი ნაწილის, აკუმულატორის, ანტიფრიზის, სამუხრუჭე სითხის, ძრავში ზეთის დონის და საბურავების შემოწმების სერვისებით. ხოლო ელექტრო დიაგნოსტირების სერვისზე იმოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება, აქცია გაგრძელდება 7 აპრილის ჩათვლით.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ Macpower-ის აკუმულატორებზე სპეციალური აქციით და შეიძინოთ აღნიშნული ბრენდის აკუმულატორები 87 ლარიდან 1 წლიანი გარანტიით და ისარგებლოთ უფასო მიტანა-მონტაჟის სერვისით. „თეგეტა“ მომხმარებლებს ასევე სთავაზობს წინასწარი რეზერვაციის სერვისს. თუ გსურთ თავი აარიდოთ შესაძლო ლოდინს და ოპერატიულად მიიღოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება, შეგიძლიათ ისარგებლოთ აღნიშნული სერვისით, რომლის საშუალებითაც შეძლებთ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ დროს, სწრაფი სერვისის ან სერვისების, მისაღებად. ამისათვის უნდა დარეკოთ „თეგეტას“ ქოლ ცენტრში (32) 226 44 44 და შეარჩიოთ სასურველი მომსახურება და ვიზიტის დრო“, – აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g