უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საწყლოსნო სახეობებში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ადგილობრივმა პოლიციამ რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებს მაისურების გახდა აიძულა, რომლებზეც ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავი და წარწერა „საბჭოთა კავშირი“ იყო გამოსახული.
უნგრელმა სამართალდამცველებმა რუსეთის ქალ და ვაჟთა წყალბურთელთა სამწვრთნელო შტაბს განუმარტეს, რომ საბჭოთა სიმბოლიკა მათ ქვეყანაში ფაშისტურ სიმბოლიკასთან ასოცირდება და კანონით აკრძალულია.