მობილურების ახალი ეპოქა – Samsung Galaxy S24-ის წინასწარი გაყიდვები დაიწყო

241
00

Galaxy AI აქ არის! ინოვაციური დიზაინი, კამერის შთამბეჭდავი ხარისხი და რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტი (AI), რაც შენს ყოველდღიურობას კიდევ უფრო გაამარტივებს. 14 თებერვლის ჩათვლით, შეიძინე Samsung Galaxy S24 სერიის სმარტფონი სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში, სამსუნგის ჰოლოგრამით და მიიღე Galaxy Watch6 ან Buds2 Pro საჩუქრად. უფრო კონკრეტულად კი:

– S24 ultra (1TB)-ს შეძენისას საჩუქრად მიიღებ Galaxy Watch6 Classic-ს

– თუ შეიძენ S24 Ultra-ს (256/512GB) საჩუქრად მიიღებ Galaxy Watch6-ს

– S24+ (256/512GB) შეძენისას საჩუქრად გადმოგეცემა Galaxy Watch 6 

– ხოლო თუ S24 (128/256GB)-ს შეძენას გადაწყვეტ, საჩუქრად მიიღებ Galaxy Buds2 Pro-ს

Samsung-ი წარმოგიდგენთ პირველ Galaxy სმარტფონებს – Galaxy S24 Ultra, Galaxy S24+ და Galaxy S24-ს, რომლებიც მხარდაჭერილია ხელოვნური ინტელექტით.

გაიმარტივე სასურველი ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის გარეშე, ჩაიძირე გეიმინგის შთამბეჭდავ სამყაროში და რაც ფოტომოყვარულებს განსაკუთრებით გაახარებთ – ხელოვნური ინტელექტი საშუალებას გაძლევს, გადაიღო და დაამუშავო ფოტოები თუ ვიდეოები, ისე როგორც შენ გსურს. S24’s  სერიის ჩარჩოს ტიტანი დაამშვენებს, ხოლო Corning® Gorilla® Armour აგარიდებს ეკრანის დაზიანებას და მდგრადია წყლისა თუ მტვრის მიმართ, დაცულია IP68 სტანდარტით.

თუ ფოტოგრაფია გიტაცებს, Galaxy S24 Ultra-ს Quad Tele სისტემა შენთვისაა. ახალი 5x ოპტიკური ლინზები, 50MP სენსორთან ერთად, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ოპტიკურ გამოსახულებას და 2x, 3x, 5x to 10x  გადიდებას ადაპტური პიქსელის სენსორის დახმარებით. ხოლო, AI-თ მხარდაჭერილი ახალი ზუმის საშუალებით, გამოსახულება კიდევ უფრო სუფთა რჩება 100x-მდე მიახლოების შემთხვევაშიც.

ProVisual მექანიზმის დახმარებით დეტალები ახლა უფრო მკვეთრად ჩანს, ხოლო ღამის კადრები გამორჩეულად შთამბეჭდავია.

გეიმინგის მოყვარულებს განსაკუთრებით გამოგადგებათ მაღალი გარჩევადობის ეკრანით, მძლავრი ელემენტითა და პროცესორით აღჭურვილი Galaxy S24’s სერიის სმარტფონები, რომლებიც  გეიმინგის დაუვიწყარ გამოცდილებას გთავაზობთ. გარდა მაღალი ეფექტურობისა, სმარტფონები აღჭურვილია სპეციალური ინსტრუმენტებით, მაგალითად, Ray-tracing-ის ფუნქციით, რომელიც თამაშის პროცესში ჩრდილებსა და ანარეკლებს მაქსიმალურად რეალურ ვიზუალს ანიჭებს და კიდევ უფრო საინტერესო გამოცდილებას გთავაზობს.

თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის სწრაფად მოძიება ყოველდღე უფრო და უფრო გვჭირდება. ამ პროცესს განსაკუთრებით ამარტივებს Galaxy S24’s-ის ახალი ფუნქცია – Circle to Search, რომელსაც სამსუნგი Google-თან ერთად გვთავაზობს. ამ ფუნქციის საშუალებით, შეგიძლია ეკრანზე სასურველი ნივთის მარტივად, თითით ან S Pen-ით შემოხაზვით მოიძიო დამატებითი ინფორმაცია ნივთისა, თუ მოვლენის შესახებ.

მაგალითად, სოციალურ მედიაში მეგობრის პოსტის ნახვისას აღმოაჩინე მშვენიერი ადგილი და გინდა მასზე მეტის გაგება. უბრალოდ შემოხაზე ეს ადგილი ეკრანზე და მომენტალურად მიიღე შენთვის საჭირო ინფორმაცია Google Search-იდან. თანაც, ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მიღებას სიახლეების ზოლიდან გასვლის გარეშე შეძლებ.

ფოტოების დამუშავებისთვის კი იდეალურია Generative Edit ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევს, შეავსო ფოტოს ფონი სასურველი საგნებით ან პირიქით, ამოშალო ზედმეტი ობიექტები. ასევე, შეგიძლია ფოტოზე საგნების მდებარეობის შეცვლაც, ხოლო AI თავად შექმნის ფონს იქ, სადაც მანამდე ობიექტი იყო.

გამოცადე სმარტფონების ახალი ეპოქა, მიიღე საჩუქრები და გახადე ყოველდღიურობა კიდევ უფრო საინტერესო Galaxy S24 სერიასთან ერთად.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
,,გადავწყვიტე წელს დაბადების დღე სამაჩაბლოში, რკინის ეკალ-ბარდებს მიღმა დარჩენილ ვალია ბაბოსთან და უამრავ ბავშვთან ერთად გადავიხადო…მაჩუქეთ ტანსაცმელები მოხუცებისთვის, სათამაშოები ბავშვებისთვის” – სანდრო ელოშვილის მიმართვა საზოგადოებას