LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოცეკვავე მილიონერის“ ემოციური ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

166
page

53 ჯანლუკა ვაკი და მისი ახალგაზრდა მეუღლე, 26 წლის შერონ ფონსეკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავური წყვილია. ისინი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურები არიან და გულშემატკივრებს ხშირად ანებივრებენ ფოტოებითა თუ ვიდეოებით.

ვიდეო: ცეკვა-ცეკვით მირთმეული საჩუქარი – ჯანლუკა ვაკი მეუღლეს ვალენტინობას ულოცავს
ვიდეო: როგორი იღბლიანი ვყოფილვარ – ჯანლუკა ვაკი მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

ამჯერად შერონ ფონსეკამ „ინსტაგრამზე“ საოცრად ემოციური ვიდეო გაავრცელა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ არწევს „მოცეკვავე მილიონერი“ პატარა გოგონას.

„ჩემთვის არავის უთქვამს, რომ დედობის ერთ-ერთი უძლიერესი და უსაყვარლესი მხარე, ახალბედა მამაზე დაკვირვებაა“, – ასე დაასათაურა ფონსეკამ ვიდეო, როემლმაც ინტერნეტივრცე დაიპყრო.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Sharon Fonseca (@sharfonseca)

შეგახსენებთ, შერონი ჯანლუკამ 2017 წელს გაიცნო, მალევე გოგონა მის საუკეთესო საცეკვაო პარტნიორად და მის მეუღლედ იქცა. გასულ თვეს 53 წლის ჯანლუკას და 25 წლის შერონს ქალიშვილი შეეძინათ. ახლახანს გავრცელებული ინტერვიუს თანამად, წყვილი საოცრად ბედნიერია და მაიამიში გეგმავს საცხოვრებალად გადასვლას.

ფოტო/ვიდეო: ჯანლუკა ვაკი და მისი გოგონები – ყველაფერი „მოცეკვავე მილიონერის“ შესახებ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები