„მოცეკვავე მილიონერისა“ და მისი მეუღლის, შერონ ფონსეკას ქალიშვილი, ბლუ იერუსალიმი უკვე ბაღში წავიდა. მოსიყვარულე მამამ „ინსტაგრამზე“ ემოციური ფოტო და პოსტი გაავრცელა.
„ჩვენ უკვე ბაღში მივდივართ, მინდა გისურვო, რომ ერთხელაც ყველა კედელი, ფანჯრად აქციო. მე მიყვარს ჩემი პრინცესები“, – ასე დაასათაურა ემოციური ფოტოები ჯანლუკამ.
შეგახსენებთ, ვარსკვლავების ქალიშვილი, რომელიც ახლა 3 წლისაა ურთულესი თანდაყოლილი პათოლოგიით, „მგლის ხახით“ დაიბადა. მას ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. როგორც ჩანს, გოგონა ახლა თავს კარგად გრძნობს.
ვიდეო: „შენ საუკეთესო მამა ხარ“ – ჯანლუკა ვაკის ქალიშვილი, რომელიც „მგლის ხახით“ დაიბადა, ალაპარაკდა