ცოტა ხნის წინ იტალიაში მამის დღე აღნიშნეს. ამ დღეს „მოცეკვავე მილიონერის“, ჯანლუკა ვაკის მეუღლემ, შერონ ფონსეკამ მას ვრცელი, ემოციური პოსტი მიუძღვნა და ქალიშვილთან, ბლუ-იერუსალიმთან ვიდეო გაავრცელა.
„შანსს ხელიდან არასდროს გავუშვებ, რომ გითხრა, შენ საუკეთესო მამა ხარ. შენ ჩემს აღფრთოვანებას ყოველდღიურად იწვევ. ჩემო სიყვარულო, როცა ბლუ-იერუსალიმთან ერთად გხედავ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. მე შენით ვამაყობ და დარწმუნებული ვარ, როცა ჩვენი ქალიშვილი გაიზრდება, ისიც ასევე იამაყებს შენით“, – წერს ფონსეკა.
აღსანიშნავია, რომ 2 წლის ბლუ-იერუსალიმი ვიდეოს ერთ მონაკვეთში „მამას“ წარმოთქვამს. შეგახსენებთ, ვარსკვლავების ქალიშვილი ურთულესი თანდაყოლილი პათოლოგიით, „მგლის ხახით“ დაიბადა. მას ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს. როგორც ჩანს, პატარა გოგონას განვითარება გეგმაზომიერად მიმდინარეობს და მას უკვე მეტყველებაც შეუძლია.