26 სექტემბერს, თბილისში, მთაწმინდის პარკში, ნაომი კემპბელი DJ-სეტით წარდგება. მსოფლიო მოდის ლეგენდა და საკულტო სუპერმოდელი საქართველოს, პირველად ეწვევა.
ეს იქნება უპრეცედენტო და ექსკლუზიური ივენთი, სადაც ,,შავ პანტერას” სრულიად განსხვავებულ ამპლუაში, მუსიკალური პროექტით ვიხილავთ.
ორგანიზატორების თქმით, უპრეცედენტო მასშტაბის მუსიკალური შოუ დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ახალ ფურცელს ჩაწერს.
ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 6 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენას მსურველები ონლაინ, პლატფორმა Biletebi.ge-ზე შეძლებენ. მოსალოდნელი მაღალი ინტერესის გამო, ორგანიზატორები მსურველებს მოუწოდებენ, ბილეთების დაჯავშნა დროულად უზრუნველყონ.
