შვედმა მოდელმა პიქსი ფოქსმა გადაწყვიტა, მულტფილმის გმირს დამსგავსებოდა და პლასტიკურ ოპერაციაში 120 ათასი აშშ დოლარი დახარჯა.
„ყოველთვის ძალიან მიყვარდა დისნეის მულტფილმები, სადაც ყველა გმირს წვრილი წელი აქვს. ახლა ოცნება ამისრულდა,“ – ამბობს ფოქსი.
მიზნის საბოლოოდ მისაღწევად პიქსის 24 საათის განმავლობაში კორსეტი აცვია. მას ექიმებმა ამოუღეს ექვსი ნეკნი იმისთვის, რომ 40 სმ გარშემოწერილობის წელი ჰქონოდა.
„ნეკნების ამოღებაზე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი. ეს ჩემი ოცნება იყო, თუმცა ძალიან ძნელია იპოვო ქირურგი, ვინც ამას გააკეთებდა. საბოლოოდ ექიმები მიხვდნენ, რომ ჩემი განზრახვა სერიოზული იყო და მე არ ვარ არანორმალური ადამიანი,“ – ამბობს მოდელი.