LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოდი დავიწყოთ ბოდიშით“ – პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ორმა წევრმა დატოვა

166
გახარია საქართველოსთვის

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ დღეს ორმა წარმომადგენელმა დატოვა – თავდაპირველად განცხადება ლევან ჭანტურიძემ გაავრცელა.

ჭანტურიძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, როგორც სოციალურ ქსელში ჭანტურიძე აღნიშნავს, ის საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს:

„როგორც იცით, ამჟამად ვარ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“.

მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ და ვხდები საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, ვინც ნდობა გამომიცხადა და მხარი დამიჭირა 2021 წლის არჩევნებში.

მინდა გითხრათ, რომ ვრჩები თქვენს სამსახურში! ვფიქრობ, ჩემი დამოუკიდებლობა საკრებულოში უფრო ეფექტიანი იქნება რაიონის კეთილდღეობისათვის! ჩვენს ქვეყანას კი ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას, ღირსებითა და ტრადიციებით ევროპულ მომავალს“- წერს ჭანტურიძე.

მოგესალმებით! როგორ იცით, ამჟამად ვარ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, პარტია…

Posted by Levan Chanturidze on სამშაბათი, 01 ოქტომბერი, 2024

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი გახარიას თანაგუნდელმა ივა ჩუბინიძემაც.

როგორც ჩუბინიძე „ფეისბუკზე“ განმარტავს, საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი წევრის სტატუსით განაგრძობს:

„1 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღი არის უახლეს ისტორიაში, კერძოთ “ნაციონალური მოძრაობა” გავისტუმრეთ პოლიტიკურ სანაგვეზე და მეც ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის ამ პროცესში. მოდი დავიწყოთ ბოდიშით! მინდა გაცნობოთ, რომ ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის” რიგებს და ვხდები თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამოუკიდებელი წევრი.

მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს ნდობისთვის,თქვენი ღვაწლი აუცილებლად დაფასდება ქვეყნის და ერის წინაშე. ჩვენ აუცილებლად გავხდებით მეგობრებო დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით “- წერს ჩუბინიძე.

მოგესალმებით, 1 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღი არის უახლეს ისტორიაში, კერძოთ “ნაციონალური მოძრაობა” გავისტუმრეთ…

Posted by Iva Chubinidze on სამშაბათი, 01 ოქტომბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g