LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოდიან მოხუცები და მოაქვთ თბილი ნივთები, ერთი ყავარჯნით გადაადგილდებოდა, ხელები და ფეხები სტკიოდა, მაგრამ შეძლო და ქურთუკი მოიტანა“ – თურქეთის საელჩოს განცხადებას უამრავი მოქალაქე გამოეხმაურა

203
ფორტუნა (11)

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

თურქეთის დასახმარებლად სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართველ მაშველებს საქართველოდან კიდევ 40 მაშველი შეუერთდა. მათ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე უკვე გადაარჩინეს. 

ამასთან, საქართველოში თურქეთის საელჩომ გამოაქვეყნა მისამართების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად ნივთების მიტანა შეუძლიათ.

„გულაჩუყებული და ამაყი ვარ ჩემი ხალხით...ტელეფონები არ ჩერდება, რეკავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ითხოვენ სტიქიის ზონაში წასვლას მაშველებად, ექიმებად, ექთნებად“ - საქართველოში თურქეთის საელჩოს თანამშრომელი

„გულაჩუყებული და ამაყი ვარ ჩემი ხალხით...ტელეფონები არ ჩერდება, რეკავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ითხოვენ სტიქიის ზონაში წასვლას მაშველებად, ექიმებად, ექთნებად“ - საქართველოში თურქეთის საელჩოს თანამშრომელი

თურქეთის საელჩომ საქართველოში „ფორტუნას“ განუცხადა, რომ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ მოქალაქეების ძალიან დიდი აქტივობაა.

„მოხუცებიც კი მოდიან. მოაქვთ თბილი ტანსაცმელი, საბნები და პირველადი დახმარების საგნები. ფირმებს, რა თქმა უნდა, უფრო დიდი და მნიშვნელოვანი დახმარებები მოაქვთ. თურქეთში წასვლის სურვილიც ბევრმა გამოთქვა, მაგრამ ფიზიკურ პირების მაშველებად გაგზავნას ვერ ვახერხებთ.

მოხუცებს მოაქვთ თბილი ნივთები. ერთი ყავარჯნით გადაადგილდებოდა, ხელები და ფეხები სტკიოდა, მაგრამ შეძლო და ქურთუკი მოიტანა. შეგროვებული ნივთები თურქეთში პარასკევ საღამოს გაიგზავნება.“ – განუცხადეს „ფორტუნას“ საელჩოში.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა.

სად და როგორ შეძლებთ დახმარების გაგზავნას – იხილეთ ვრცლად:

თურქეთში სტიქიით დაზარალებულებისთვის თბილისში ნივთების შეგროვება დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g