LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 15 000-ს გადააჭარბა

152
Untitled design (1)

4 თებერვლის შემდეგ თურქეთსა და სირიაში მომხდარი რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 15 000-ს გადააჭარბა.

ამ დროისთვის განახლებული მონაცემებით, სტიქიას თურქეთში 12 391 ადამიანი ემსხვერპლა, სირიაში გარდაცვლილთა რიცხვი კი 2 992-მდე გაიზარდა.

მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ როგორც თურქეთის დაზარალებულ ქალაქებში, ასევე სირიის ქალაქ ალეპოში.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევებიდან ადამიანების ნაწილის გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამაშველო სამუშაოები კი უკვე თითქმის 72 საათია მიმდინარეობს, რასაც კატასტროფების ექსპერტები სიცოცხლის შენარჩუნების სავარაუდო პერიოდად მიიჩნევენ.

„ჩვენ ვეჯიბრებით დროს. ყოველი წუთი მნიშვნელოვანია“, – წერს ერთ-ერთი ოპოზიციური ჯგუფი და მოხალისეებს მოუწოდებს, გაერთიანდნენ, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ რაც შეიძლება მეტი მოქალაქის ნანგრევებიდან ამოყვანა და გადარჩენა.

ცნობისათვის, თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დანგრეულ შენობებში ამ დროისთვის საქართველოს 2 მოქალაქეს ეძებენ.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა.

მესამე მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ: 
საქართველოს რამდენი მოქალაქე რჩება ნანგრევებში – თურქეთში საქართველოს ელჩის უახლესი მონაცემები

„გულაჩუყებული და ამაყი ვარ ჩემი ხალხით…ტელეფონები არ ჩერდება, რეკავენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ითხოვენ სტიქიის ზონაში წასვლას მაშველებად, ექიმებად, ექთნებად“ – საქართველოში თურქეთის საელჩოს თანამშრომელი

საქართველო თურქეთში მაშველების დამატებით ჯგუფს აგზავნის

თურქეთის საელჩო აქვეყნებს მისამართებს, სადაც მოქალაქეებს მიწისძვრისას დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთების მიტანა შეუძლიათ

„10 წუთში ერთხელ საშინელი ბიძგებია, ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხალხს გარეთ სძინავს“ – რას აცხადებენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g