LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდის ინდუსტრიამ ,,წლის მოდელად” ადუტ აკეჩი დაასახელა

6425790-0-image-a-89_1542719856622

Models.com-მა ,,წლის მოდელი” დაასახელა. გაირკვა, რომ მოდის ინდუსტრიის რჩეული წელს სუდანური წარმოშობის ავსტრალიელი მოდელი, ადუტ აკეჩია.

საინტერესოა, რომ 18 წლის აკეჩის შესახებ ცნობილი ბევრი არაფერია. 7 წლამდე პოდიუმის ახალი ვარსკვლავი მშობლებთან ერთად, სამხრეთ სუდანში ცხოვრობდა. გენოციდისა და სამოქალაქო ომის გამო, ოჯახი იძულებული გახდა ავსტრალიაში გადასულიყო. სწორედ იქ დაიწყო გოგონამ სამოდელო კარიერა.

სფეროს სპეციალისტები ადუტს დიდ მომავალს წინასწარმეტყველებენ და ახალ ნაომი კემპბელს უწოდებენ, რომელსაც დიდი შანსი აქვს ,,შავი პანტერას” წარმატება გაიმეოროს.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ახალგაზრდა თავს ჯერჯერობით სუპერვარსკვლავად არ თვლის, მის ანგარიშზე უკვე ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობაა, როგორებიც: Alexander McQueen, Givenchy, Versace, Burberry, Prada, Tom Ford და სხვები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები