LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდის სამყაროში ცნობილი გერმანული ბრენდი საქართველოს შესახებ წიგნს ამზადებს

80
-dsc5249-1000-690x460

მოდის სამყაროში ცნობილი გერმანული ბრენდი საქართველოს შესახებ წიგნს ამზადებს. მსოფლიო ტურიზმის დღეს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიიდან კახეთში პრეს-ტურს უმასპინძლა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით, ადმინისტრაციამ საერთაშორისო ბრენდ კომპანიასთან, A Kind of Guise-თან ერთად, ახალი პროექტი დაიწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, მოდის სამყაროში ცნობილი გერმანული ბრენდი A Kind of Guise საქართველოს შესახებ წიგნს ამზადებს.

აღნიშნული წიგნი ბრენდის ფილიალებში გერმანიაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში გაიყიდება, ასევე გავრცელება მედია სახლებსა და წიგნის მაღაზიებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g