გამოცემა HELLO ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ექსკლუზიურ ფოტოებს აქვეყნებს, თუ როგორ ემზადებოდა პირველი ლედი ოფიციალური პორტრეტის გადასაღებად, რომელიც უკვე გამოფინა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში.
მელანია ტრამპი ისტორიაში შევა, როგორც პირველი ქალი , რომელიც მეორე ვადით გახდა თეთრი სახლის მასპინძელი. მელანიას ფოტოების ავტორი მისი პირადი ფოტოგრაფი რეჯინ მაჰოა, ხოლო პირველი ლედის სტილზე პერვე პიერიმ იზრუნა.
რეჯინი გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში მელანიას აღწერს როგორ ძლიერ ქალს, რომელიც არასოდეს ღალატობს თავის პრინციპებს. მისი თქმით, ის ახლა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე რვა წლის წინ.
გამოცემა HELLO პირველი ლედის ორ ახალ ფოტოს გვთავაზობს, რომელიც პირადი თვითმფრინავისა და ავტომობილის ფონზეა გადაღებული. პირველ ფოტოზე მელანიას ნაცრისფერი ორეული აცვია, მეორე ფოტოში ის ტყავის ქვედაბოლოში პოზირებს.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-04_17-09-17_844232.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-04_17-09-35_771774.jpg)
23 წლის მელანია ტრამპი ამერიკის პრეზიდენტის როლში – პირველი ლედის ძველი რეკლამა ინტერნეტს იპყრობს
ფოტო/ვიდეო: პრეზიდენტისა და პირველი ლედის სადღესასწაულო ცეკვა და ნაზი ამბორი – რა აცვია მელანიას
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-04_17-09-26_464170.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-04_17-09-45_539809.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-04_17-09-53_790400.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-04_17-10-02_567380.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-04_17-10-17_547058.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-04_17-10-28_299674.jpg)