თბილისში, უცნობი პირი ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხა. ინფორმაციას„თანასწორობის მოძრაობა“ ავრცელებს.
არსებული ცნობების თანახმად. შემთხვევა 4 ივნისს ღამის საათებში, დიდუბის ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც “თანასწორობის მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოძალადე პირმა ჯერ კომპლიმენტი უთხრა დაზარალებულს, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ტრანსგენდერი ქალია, სახეში ძლიერად დაარტყა. თავდამსხმელს თან ახლდა ორი პირი, რომლებმაც თავდამსხმელი განარიდეს დაზარალებულს. დაზარალებულმა პოლიციას გამოუძახა. თავდამსხმელი მეორე დღეს დააკავეს.
დაზარალებულის ინტერესებს „თანასწორობის მოძრაობა“ იცავს. საქმეზე გაიმართა სასამართლო სხდომა. ბრალდებული 2 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. “თანასწორობის მოძრაობაში” აღნიშნავენ, რომ საქმეზე გამოკვეთილია სიძულვილის ნიშანი, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 126-ე, ძალადობის მუხლით.