LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოძალადეს შესაძლოა, ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სპეციალური სწავლების კურსის გავლა მოუწიოს

125
violence-woman-2

ოჯახში მოძალადეს, შესაძლოა, ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა მოუწიოს. ოჯახში ძალადობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით მომზადდა.

სოფიო კილაძე “ინტერპრესნიუსსთან” საუბრისას ამბობს, რომ ცვლილებების მიზანი, ძალადობრივი ქცევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და პრევენციაა.

„ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დამცავი ორდერის გამოცემისას, მოძალადისათვის სავალდებულო გახდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა, რათა მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული განმეორებითი ძალადობა“, – აცხადებს სოფო კილაძე.

აღნიშნული პაკეტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 13 მაისს იმსჯელებს. მისი მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g