გადაცემა „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“-ს წამყვანი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი საფეხბურთო მოედნის მიღმაც ისეთივე საინტერესო პერსონაჟია, როგორც ფეხბურთის თამაშის დროს.
დათო გორგილაძე წერს, რომ შრომისმოყვარეობასთან, ნიჭთან და მიზანდასახულობასთან ერთად, გიორგი ქოჩორაშვილის მთავარი იარაღი ინტელექტია.
„ამ ინტერვიუს დროს აღმოვაჩინე, რომ გიორგი ქოჩორაშვილი მოედნის მიღმაც ისეთივე საინტერესო პერსონაჟია, როგორიც ფეხბურთის თამაშის დროს. უსმენ და ხვდები, რომ რასაც ამბობს, გულწრფელად ამბობს.
რაც აინტერესებს, გულწრფელად აინტერესებს და რასაც აკეთებს, გულით აკეთებს.
გადაცემაში ყველაფერი ვერ ხვდება ხოლმე და ხანდახან კადრს მიღმა მიმდინარე დიალოგი არანაკლებ საინტერესო გამოდის.
სწორედ ამ შესვენებების დროს, მის მიერ ჟურნალისტიკასა ამბის თხრობასთან დაკავშირებით დასმულმა შეკითხვებმა დამარწმუნა, რომ შრომისმოყვარეობასთან, ნიჭთან და მიზანდასახულობასთან ერთად, მისი მთავარი იარაღი ინტელექტია“, – წერს დათო გორგილაძე.