კიმ ჩენ ინი ქვეყანაში ამჟამად შექმნილი მდგომარეობას ტრაგიკულ 1990-იან წლებს ადარებს და საზოგადეობას მოუწოდებს მძიმე კრიზისისთვის მოემზადონ. BBC-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ამის შესახებ პარტიულ კონფერენციაზე გამოსვლის დროს ისაუბრა.
ჩრდილოეთ კორეას კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრები ჩაკეტილი აქვს. ვაჭრობა ჩინეთთან, რაც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეჩერებულია.
კრიზისის კიდევ ერთი ფაქტორია საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური სანქციები.
გამოცემა საერთაშორისო არასამთავრობო უფლებადამცველების გაფრთხილების შესახებაც წერს, რომლის თანახმად, ჩრდილოეთი კორეა აწყდება სურსათის მწვავე უკმარისობას და ეკონომიკურ არასტაბილურობას.